logo_geo
იოჰანეს ჰანი: ახლო მომავალში თურქეთის ევროკავშირის წევრობა რეალისტური არ იქნება
- +

6 ნოემბერი. 2018. 15:52

 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გერმანულ გამოცემა „Die Welt“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თურქეთისა და ევროკავშირისთვის უფრო სწორი იქნება, თუ ახალი გზები გამოინახება და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდება.

 

„თუმცა, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. ახლო მომავალში თურქეთის ევროკავშირის წევრობა რეალისტური არ იქნება. თუ შეხედავთ, მაგალითად, პრეზიდენტი მაკრონის განცხადებებს ან განწყობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს ასეა. თურქეთმა და ევროკავშირმა ყურადღება რეალისტურ მიზნებზე უნდა გაამახვილონ და გააღრმავონ სტრატეგიული თანამშრომლობა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

 

big_banner
არქივი