logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია
- +

6 ნოემბერი. 2018. 17:01

 

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, თურქეთში 2 ათასი ადამიანი დაიჭირეს, 7 ათასი კი, ქვეყნიდან გააძევეს. „დაეშთან“ კავშირის გამო 70 ათას ადამიანს თურქეთში შესვლა აეკრძალა. თურქეთში განეიტრალებულია 761 ტერორისტი, 1 092 - ჩრდილოეთ ერაყში, 3 ათასი -ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, 4 500 კი, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

 

big_banner
არქივი