logo_geo
ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს
- +

6 ნოემბერი. 2018. 17:25

 

 

საფრანგეთში შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისთვის ექვსი პირი დააკავეს.

 

დაკავებული პირები რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერები არიან. სპეცოპერაცია რადიკალების მიერ პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული მუქარების შესახებ დაწყებული გამოძიების შედეგი იყო. დაკავების ოპერაცია იზერის, მოზელის და ილი და ვილენის დეპარტამენტებში ჩატარდა.

 

პარიზის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი