logo_geo
აშშ-ში მამაკაცი მეუღლისა და შვილების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს
- +

7 ნოემბერი. 2018. 10:32

 

კრისტოფერ უოტსი საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ აშშ-ის მედია იუწყება. სასიკვდილო განაჩენის მოხსნის სანაცვლოდ, კრისტოფერ უოტსმა წარდგენილი ცხრავე ბრალდება აღიარა.

 

კრისტოფერ უოტსის ორსული მეუღლე და ორი შვილი აგვისტოში გაუჩინარდნენ. ცოტა ხანში, მათ ცხედრებს სამართალდამცველებმა ნავთობის ავზში მიაგნეს.

 

დანაშაულის აღიარებამდე კრისტოფერ უოტსი აცხადებდა, რომ მას რომანი ჰქონდა, რისი გაგების შემდეგაც, მისმა მეუღლემ ერთი შვილი მოკლა, მეორეს მკვლელობის მცდელობის დროს კი მამაკაცი მეუღლეს თავს დაესხა. მამაკაცი ყვებოდა, რომ ჩხუბის შემდეგ მისი მეუღლე სახლიდან გაიქცა.

 

საქმეზე შემდეგი სასამართლო მოსმენა 19 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კრისტოფერ უოტსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობა იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი