logo_geo
ნიუ-იორკში, ტერაქტში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნეს
- +

7 ნოემბერი. 2018. 16:39

 

ნიუ-იორკში, ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე აფეთქებაში ეჭვმიტანილი 28 წლის ბანგლადეშელი აკაიდ ულა, ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს.

 

მას ასევე ბრალად ედება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. როგორც ტელეარხი NBC აღნიშნავს, ულას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ის შეერთებულ შტატებში ბანგლადეშიდან 2011 წელს ჩავიდა, როდესაც  ე.წ, მწვანე ბარათი მიიღო. ტელეარხის ცნობით, მას აშშ-ში ჩასვლაში ბიძა დაეხმარა, რომელმაც ადრე „მწვანე ბარათის“ მიღება შეძლო. ამ უკანასკნელის თანახმად, მისი ძმისშვილი „ღრმად იყო შეშფოთებული“ მსოფლიოში მუსლიმთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, ულა ბრუკლინში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

 

ულამ 2017 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში, ცენტრალურ ავტოსადგურზე აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ინციდენტს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა. დადგინდა, რომ  თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით განხორციელდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი