logo_geo
ქალი, რომელმაც სავაჭრო ცენტრში $21 მლნ დახარჯა, დააპატიმრეს!
- +

8 ნოემბერი. 2018. 20:31

 

 

აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც ლონდონში მდებარე სავაჭრო ცენტრში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი (21 მილიონი დოლარი) დახარჯა, დააპატიმრეს. 55 წლის ამირა ჰაჯიევას ექსტრადაცია ემუქრება.

 

ჰაჯიევა პირველია, რომელსაც აუხსნელი სიმდიდრის ორდერი შეეხო. კანონი დიდ ბრიტანეთში 2018 წლის იანვარში ამოქმედდა და ის კრიმინალურ ფინანსებს ეხება. სასამართლო მას იმ ადამიანის წინააღმდეგ გამოსცემს, რომელიც თავისი დიდი ქონების წარმომავლობას არ ხსნის.

 

ჰაჯიევას ქმარი ყოფილი ბანკირია, რომელიც აზერბაიჯანში თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაპატიმრებულია და 15 წელი აქვს მისჯილი.

 

ამირა ჰაჯიევა ლონდონის სავაჭრო ცენტრთან მდებარე 19,7 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული თაღლითი არაა, თუმცა, ახალი კანონის თანახმად, მას სიმდიდრის წარმომავლობის ახსნა მოუწევს.

 

დაკავებულის ექსტრადაციას აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ითხოვდნენ. მას სხვისი ქონების მითვისებას ედავებიან.

 

ჰაჯიევა სამართალდამცავებს თავად ჩაჰბარდა. ის ბრიტანეთში თითქმის 10 წელია ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში გატაცებას გადაურჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი