logo_geo
Facebook-ში გაგზავნილი შეტყობინების წაშლა 10 წუთში იქნება შესაძლებელი
- +

8 ნოემბერი. 2018. 23:14

 

 

Facebook Messenger-ის მომხმარებელი მალე გაგზავნილი შეტყობინების წაშლას შეძლებს. ამისთვის მას 10 წუთი ექნება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

სიახლის შესახებ თავდაპირველად ციფრული მედიის კონსულტანტმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა. @MattNavarra წერს, რომ მესენჯერის განახლებული ფუნქციით სარგებლობას მომხმარებლები ძალიან მალე iOS-ის ოპერაციულ (განახლება 191.0) სისტემაზე შეძლებენ.

 

განახლებით კმაყოფილი დარჩება ის მომხმარებელი, რომელიც ხშირად ფოტოსა თუ ტექსტურ შეტყობინებას კონკრეტული ადრესატის მაგიერ, შემთხვევით სხვას უგზავნის.

 

მსგავსი ფუნქციით სარგებლობენ WhatsApp-ის მომხმარებლები. მათ არასწორად გაგზავნილი შეტყობინების წასაშლელად ერთი საათი აქვთ.

 

მესენჯერში ამ ფუნქციის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში მაშინ დაიწყო ლაპარაკი, როდესაც მარკ ცუკერბერგის გაგზანილი შეტყობინებები მომხმარებლების საფოსტო ყუთებიდან გაქრა. ახლი ფუნქციის ტესტირება ოქტომბერში დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი