ლონდონში კრისტის აუქციონზე ფიზიკოსის და ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის ინვალიდის ეტლი დაახლოებით 400 000 დოლარად გაიყიდა. ნივთი თავდაპირველ ფასზე 30-ჯერ ძვირად გაიყიდა. მიღებულ თანხას ჰოკინგის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ.
სტივენ ჰოკინგმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლში გაატარა. ის 22 წლიდან განუკურნებელი დაავადებით-ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული.
ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა.
სტივენ ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“