logo_geo
ინდონეზიაში გამოქვაბულის კედელზე ცხოველის ყველაზე ძველი გამოსახულება იპოვეს
- +

9 ნოემბერი. 2018. 18:15

 

კუნძულ კალიმანტანზე, ინდონეზიის ტერიტორიაზე, გამოქვაბულში უძველესი ნახატი იპოვეს.

 

მეცნიერების მტკიცებით, ნახატი დაახლოებით 40 ათასი წლის წინაა შექმნილი. მასზე მოსჩანს წითელი სილუეტი, რომელიც ხარის მსგავს ცხოველს ასახავს. ეს ყველაზე ძველი ნახატია, რომელზეც ცხოველია გამოსახული და რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ.

 

მსგავსი ნახატები აღმოჩენილია საფრანგეთისა და ესპანეთის გამოქვაბულებშიც, თუმცა ისინი შედარებით ახალია.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ნამუშევრის შესწავლა ანტიკური აზიის შესახებ მეტ ინფორმაციას მისცემთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი