logo_geo
კალიფორნიაში ხანძრისას ქარმა გოგოს ცეცხლთან ბრძოლის დამწვარი ინსტრუქცია მიუტანა
- +

9 ნოემბერი. 2018. 23:34

 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ძლიერი ხანძარია. ხანძრიდან 16 კილომეტრის მოშორებით, სახლიდან ეზოში გამოსულმა გოგომ შენიშნა, რომ ქარმა მასთან მიიტანა ქაღალდის ფრაგმენტი, რომელიც ხანძრისას იყო დამწვარი. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

 

გოგო ამბობს, რომ ნამწვი თავიდან ბიბლიის ერთ-ერთი გვერდი ეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო ოდესღაც სახანძრო კუთხეზე განთავსებული ინსტრუქცია.

 

შემორჩენილ ნაბეჭდ ტექსტში მან ამოიკითხა ცეცხლთან ბრძოლის ინსტრუქცია. ფურცელზე შემორჩენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ხანძრის დროს სახანძრო მილები და სხვა ხელსაწყოები.

 

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა ქალაქი ფარადაისი გაანადგურა. შტატიდან ათასობით ადამიანის ავაკუაცია მიმდინარეობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი