logo_geo
ავსტრალიაში ცა წითლად შეიღება
- +

10 ნოემბერი. 2018. 11:48

 

 

ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში მტვრის გიგანტური ქარიშხალი გამძვინვარდა და ცა წითლად შეღება. თვითმხილველებმა ეს მოვლენა ვიდეო-კადრებზე ასახეს.

 

ერთ-ერთმა ავსტრალიელმა სტიქია პატარა ქალაქ უაით კლიფსში გადაიღო.

 

„როცა სტიქია ჩაცხრა, ირგვლივ ყველაფერი წითელი იყო. თავიდან ქარი 100 კმ/სთ სიჩქარით ქროდა, რის გამოც არაერთი ადგილობრივი კერძო საკუთრება დაზიანდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა, რომ მეტად არ დავზარალდით“, - ამბობს ვიდეოს ავტორი.

 

 

 

 

big_banner
არქივი