logo_geo
ეთიოპიაში 200 ადამიანის საერთო საფლავი იპოვეს
- +

10 ნოემბერი. 2018. 13:14

 

 

ეთიოპიაში, ორომიასა და სომალის რეგიონებს შორის, აღმოაჩინეს საერთო საფლავი, სადაც 200 ადამიანია დამარხული. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ისინი მოკლული ადამიანები არიან, რომლებიც სომალის რეგიონის ყოფილი პრეზიდენტის, აბდი მოჰამედ ომერის ძალადობრივ რეჟიმს ემსხვერპლნენ.

 

ომერს 6 აგვისტოს აიძულეს, დაეტოვებინა თანამდებობა. ის ამჟამად დაკავებულია და ბრალი ედება ადამიანის უფლებათა დარღვევაში.

 

ეთიოპიის აღმოსავლეთ რეგიონებში ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა ძალადობა. აქ სახელისუფლებო და მასთან დაპირისპირებული ძალა, - ოგადენის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ებრძოდა ერთმანეთს, რასაც ხშირად ეწირებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

200-მდე ადამიანის საერთო საფლავი ცოტა ხნის წინ ერაყშიც აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი