logo_geo
მაიკლ ჯექსონის ქურთუკი აუქციონზე 300 ათას დოლარად გაიყიდა
- +

12 ნოემბერი. 2018. 02:06

 

მაიკლ ჯექსონის ქურთუკი, რომელიც მომღერალს თავისი ერთ-ერთი საკონცერტო ტურის დროს ეცვა, ნიუ-იორკის ჟულიენის აუქციონზე 289 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

სააუქციონო სახლის ცნობით, შავსამაჯურიანი და ვერცხლსიფერშესაკრავებიანი ქურთუკის საწყისი ფასი 80-100 ათასი დოლარი იყო.

 

 

მომღერალს სწორედ ის ეცვა თავის პირველ სოლო-ტურზე, რომელიც 1987 წლის სექტემბრიდან 1989 წლის იანვრამდე გრძელდებოდა. ამ ქურთუკზე მომღერლის ავტოგრაფიც არის დატანილი.

 

 

მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 50 წლისა გარდაიცვალა.

big_banner
არქივი