logo_geo
ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა
- +

13 ნოემბერი. 2018. 10:38

ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ქალაქ აშკელონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

 

ისრაელის მედიის ცნობით, პალესტინელი მებრძოლების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 50-ს აღემატება. მათგან ორის – 19 წლის ჯარისკაცისა და 60 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. კიდევ ერთი პირი ჰოსპიტალიზებულია საშუალო სიმძიმის დაზიანებებით, 23-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 27 ადამიანს სამედიცინო დახმარება სტრესის გამო დასჭირდა.

 

სულ დაჯგუფება „ჰამასის“ მოძრაობამ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც გარდაცვლილია სამი პალესტინელი.

 

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციისას შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი