logo_geo
მაიკ პენსი: ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა და სანქციები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე სრულად არ იტყვიან უარს ბირთვულ იარაღზე
- +

13 ნოემბერი. 2018. 11:25

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა და სანქციები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე სრულად არ იტყვიან უარს ბირთვულ იარაღზე.

 

„ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციები და ზეწოლა მანამ შენარჩუნდება, ვიდრე ფხენიანი სრულად და შეუქცევლად არ იტყვის უარს ბირთვულ იარაღზე.

 

აღსანიშნავია, რომ ამგვარი უარის თქმა სრულად შემოწმებადი უნდა იყოს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელშიც ფხენიანმა მხარი დაუჭირა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

 

 

big_banner
არქივი