logo_geo
რეჯეფ ტაიპერდოღანი: ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი ნამდვილად შემაშფოთებელია
- +

13 ნოემბერი. 2018. 12:13

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პარიზში გამართული ღონისძიების ფარგლებში, საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაზე აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ისაუბრა.

 

ერდოღანის განცხადებით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულმა აუდიოჩანაწერმა საუდის არაბეთის დაზვერვის ოფიცერი შეაშფოთა და შოკში ჩააგდო.

 

„მკვლელობასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერი ყველას მოვასმენინეთ, ვისაც მისი მოსმენა სურდა. ჩვენი დაზვერვა არაფერს მალავს. ჩანაწერი ნამდვილად შემაშფოთებელია. როდესაც საუდის არაბეთის დაზვერვის ოფიცერმა ჩანაწერი მოისმინა, შოკში იყო და თქვა, ამ პიროვნებას ჰეროინი უნდა ჰქონდეს მიღებულიო. მხოლოდ ის გააკეთებს ამას, ვინც ჰეროინს იღებს“, – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთი ელოდება თუ როდის მოფენს ნათელს საუდის არაბეთი ამ დანაშაულს.

 

თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის უმაღლესი ხელმძღვანელობიდან დაუკვეთეს. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით იყო ცნობილი. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის სკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ხაშოგის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობა ელ-რიადშიც აღიარეს.

 

თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ჟურნალისტის ნაზიფ ქარამანის თქმით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ საუდელ ჟურნალისტს შვიდი წუთის განმავლობაში აწამებდნენ.

 

„ვიხუთები. მომხსენით ეს ტომარა თავიდან, კლაუსტროფობია მაქვს“, - იყო ჯამალ ხაშოგის სიტყვები, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი