logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა
- +

14 ნოემბერი. 2018. 02:51

„სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის გამოსვლის ოფიციალური თარიღი დადასტურდა – როგორც ცნობილია, პოპულარული სერიალი 2019 წლის აპრილში გამოვა, ამ ინფორმაციას HBO ავრცელებს.

 

ოფიციალური თიზერი ,,ტვიტერზე” რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

 

სხვადასხვა სერიის მოკლე კადრებთან ერთად, თიზერში ამ ფრაზებს შეხვდებით: ,,ყველა შერკინება. ყველა ღალატი. ყველა რისკი. ყველა ბრძოლა. ყველა მსხვერპლი. ყველა სიკვდილი. ყველაფერი #სამეფოკარისთამაშებისთვის“.

 

ბოლო სერიებში, სავარაუდოდ, ბევრი რამ გაირკვევა – მაგალითად, ჯონ სნოუსა და დეინერეს ტარგარიანის ნათესაური კავშირი. ასევე, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იგებს სამეფო კარის თამაშებს – ვინ დაისაკუთრებს გვირგვინსა და შვიდ სამეფოს.

 

როგორც მთელი სამუშაო ჯგუფი იტყობინება, ეს იქნება ყველა დროის საუკეთესო სეზონი.

 

HBO-ს პრეზიდენტის, ქეისი ბლოის თქმით, საომარი ეპიზოდები იქნება ბევრად უფრო დიდი, თითო სერიის ხანგრძლივობა კი 90 წუთია.

 

„ეს ხარისხის ყველაზე მაღალი დონეა – უფრო დიდი საბრძოლო სცენებითა და უდიდესი სპეციალური ეფექტებით. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა. აქ მომუშავე ადამიანები არიან პერფექციონისტები, სწორედ ამიტომ გაიწელა სეზონის გამოსვლის პროცესი“, – აღნიშნავს ბლოი.

 

როგორც აღმოჩნდა, დასის არც ერთ წევრს არ ჰქონია შესაძლებლობა, გასცნობოდა მთლიან სცენარს – შესაბამისად, მოულოდნელად იგებდნენ თავიანთი გმირების სიკვდილის ამბავს.

 

 

 

big_banner
არქივი