logo_geo
უძილობით გამოწვეული ახალი საფრთხეები გამოვლინდა
- +

14 ნოემბერი. 2018. 03:07

 

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ არასაკმარისი ძილი ბავშვებში ჭარბცხიმიანობის და ცხოვრების მჯდომარე წესისადმი არაჯანსაღ მიდრეკილებებს აყალიბებს. ამის შესახებ  MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

 

კვლევაში 8-დან 17 წლამდე 177 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ელექტრონული ანკეტების საშუალებით სპეციალისტები კვებით ჩვევებს, ძილის ხანგრძლივობას და ფიზიკური დატვირთვის ხარისხს აფასებდნენ. გაირკვა, რომ 12 წლამდე ბავშვების უმრავლესობას 9 საათზე ნაკლები, ხოლო 12-ს ზევით მოზარდებს 8 საათზე ნაკლები სძინავთ. შესწავლილი კონტიგენტის 40%-ს არასაკმარისი ხანგრძლივობით სძინავთ.

 

შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვები აცდენენ საუზმეს, მიირთმევენ ფასტფუდს და ტკბილეულს. ძილის ნაკლებობა აქვეითებს ფიზიკურ აქტივობასაც. ეს ყველაფერი კი ჭარბწონიანობას იწვევს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი