logo_geo
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი აშშ-ს მოკავშირეა და არა ვასალი!
- +

15 ნოემბერი. 2018. 10:27

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთი აშშ-ს მოკავშირეა და არა ვასალი.

 

„საფრანგეთი და აშშ ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეპყრონ. აშშ ჩვენი ისტორიული მოკავშირეა და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ იყო მოკავშირე, არ ნიშნავს იყო ვასალი სახელმწიფო. ჩვენ არავიზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით კი აშშ-ზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ მის მიმართ დონალდ ტრამპის კრიტიკული გამონათქვამები და „ტვიტერში” გამოქვეყნებული პოსტები უძღოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა საფრანგეთის ლიდერი ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის შესახებ ინიციატივის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ჯარის შექმნის იდეას მან შეურაცხმყოფელი უწოდა, მაკრონს კი მისი დაბალი რეიტინგი შეახსენა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი