logo_geo
არგენტინაში ერთი წლის წინ დაკარგული წყალქვეშა ნავი იპოვეს
- +

17 ნოემბერი. 2018. 10:30

 

არგენტინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ 2017 წლის ნოემბერში დაკარგული წყალქვეშა ნავი სან-ხუანი ნაპოვნია.

 

„თავდაცვის სამინისტრო და არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინებიან, რომ 24-ე პუნქტის კვლევის შედეგად, რომელიც კომპანია Ocean Infinity-მ აღმოაჩინა, დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით 800 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა ნავ „სან-ხუანის“ მდებარეობა დადასტურდა“, - ნათქვამია სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში Twitter-ზე.

 

„სან-ხუანთან“ კავშირი გასული წლის 15 ნოემბერს შეწყდა, როდესაც ის სამხედრო ბაზიდან მარდელ-პლატაში გადადიოდა. ბოლოს კი მისი დაღუპვის შესახებ შეიტყვეს. მასზე 44 ადამიანი იმყოფებოდა. არსებობდა ცნობა ერთჯერადი აფეთქების შესახებ, რომელსაც ნავის დაღუპვას უკავშირებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი