logo_geo
ტრამპის ადმინისტრაცია ირანს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულებს
- +

17 ნოემბერი. 2018. 12:56

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანს ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვების, გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულებს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Associated Press ავრცელებს.

 

Associated Press-ის ინფორმაციით, ბრალდება აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმად, ირანმა თავის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის შექმნისთვის საჭირო ობიექტები და აღჭურვილობა შეინარჩუნა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის ირანის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. როგორც Associated Press იუწყება, აღნიშნულ ბრალდებას აშშ ირანს ორშაბათს წაუყენებს. აღნიშნულის საფუძველზე კი აშშ შეძლებს, საჩივარი შეიტანოს ირანის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში.

 

ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვების, გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს. მისი იმპლემენტაციისთვის შექმნილი იყო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა ჰააგაშია განლაგებული. კონვენციის თანახმად, თითოეული სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, არ შეიმუშავოს, არ შეიძინოს, არ დააგროვოს და არ შეინარჩუნოს ქიმიური იარაღი და ასევე გაანადგუროს არსებული მარაგები და ქიმიური იარაღის შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელოს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი