logo_geo
ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

17 ნოემბერი. 2018. 15:00

 

 

ცნობილი ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

„ოსკარის“ ორგზის მფლობელი უილიამ გოლდმენი არაერთი ცნობილი ფილმის სცენარის ავტორია. განსაკუთრებული აღიარება და პოპულარობა მას ფილმებმა „ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ მოუტანა.

 

გოლდმენმა კარიერა ნოველების წერით დაიწყო, 1965 წლიდან კი, ფილმების სცენარებს წერდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი