logo_geo
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ყვითელი მაისურების გამომგონებელი გარდაიცვალა
- +

17 ნოემბერი. 2018. 19:36

 

 

ბრაზილიაში 84 წლის  მწერალი, ჟურნალისტი და დიზაინერი ალდირ გარსია შლეე გარდაიცვალა. სწორედ ის იყო ბრაზილიის ნაკრების სახელგანთქმული ყვითელი მაისურების ავტორი.

 

1950 წლის ჩემპიონატზე ურუგვაისთან წაგების შემდეგ გადაწყდა, რომ  სამუდამოდ უარი ეთქვათ თეთრ მაისურებზე, რომლითაც იმ მატჩში ნაკრები თამაშობდა. გამოცხადდა კონკურსი ახალ ფორმაზე და 19 წლის მწერალმა მასში გაიმარჯვა.

 

ბრაზილიაში, შლეეს მშობლიურ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა,  ხოლო ბრაზილიისა და ურუგვაის ამხანაგური მატჩი გარსია შლეეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი