logo_geo
მერლინ მონროს ოქროს გლობუსი 250 ათას დოლარად გაიყიდა
- +

18 ნოემბერი. 2018. 11:51

 

მერლინ მონროს კუთვნილი ჯილდო - „ოქროს გლობუსი“ ლოს ანჯელესში, ჯულიენის აუქციონზე 250 ათას დოლარად გაიყიდა. ჯილდო ამერიკის სექსსიმბოლომ 1961 წელს მოიპოვა. როგორც გამოცემა Hollywood Reporter-ი წერს, მონროს ოქროს გლობუსი, აუქციონზე გამოტანილ სხვა, ანალოგიური ჯილდოებთან შედარებით, ყველაზე ძვირად შეფასდა.

 

აუქციონზევე იყო გამოტანილი მონროს კუთვნილი პირველი ავტომობილიც. 1956 წელს გამოშვებული ფორდის მარკის ორადგილიანი, შავი კაბრიოლეტი, ახალმა მფლობელმა 490 ათას ევროდ შეიძინა.

 

გადმოცემის მიხედვით, მერლინ მონრო სწორედ ამ ავტომობილით გაემგზავრა საკუთრ ჯვრისწერაზე, როცა 1956 წელს არტურ მილერზე იქორწინა.

 

აუქციონზე გაყიდეს მონროს ბლუზონი, საყურე, ჟურნალ ფლეიბოის პირველი ნომერი, მერლინ მონროს ფოტოთი და ჰიუ ჰეფნერის ავტოგრაფით, ასევე მსახიობის მართვის მოწმობა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი