logo_geo
Apple-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ iPhone-ს სულ უფრო იშვიათად მოიხმარს
- +

19 ნოემბერი. 2018. 01:41

 

კომპანია Apple-ის ხელმძღანელი ტიმ კუკი აცხადებს, რომ ადრე ხშირად იყენებდა iPhone-ს, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო იშვიათად მოიხმარს სმარტფონს. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.

 

ტიმ კუკის თქმით, მან შეზღუდა შეტყობინებების მიღების რაოდენობა, რომელიც მის ტელეფონზე მოდიოდა, რომლის დახმარებითაც შეამცირა მობილურის გამოყენების დრო.

 

ამასთან, ტიმ კუკი აცხადებს, რომ ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები არ აკეთებენ პროდუქციას, რომელიც ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი ან ცუდი, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი შექმნილი პროდუქტი შეიძლება ცუდი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

 

Fox News-ის ცნობით, საშუალო მომხმარებელი სმარტფონზე შეტყობინებას ან სხვა რამ სიახლეს საშუალოდ, 12 წუთში ერთხელ ამოწმებს. Ofcom-მა დათვალა, რომ ბრიტანელების 78%-ს საკუთარი ცხოვრება ტელეფონის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

 

 

 

 

big_banner
არქივი