logo_geo
facebook-messenger მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს!
- +

20 ნოემბერი. 2018. 02:26

 

 

სოციალურ ქსელ facebook-messenger მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ წერს.

 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ბოლო ათი წუთის განმავლობაში messenger-თან დაკავშირებული პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ში უამრავმა ინტერნეტ-მომხმარებელმა დაწერა.

 

გამოცემა „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ messenger-ის ფუნქციონირება მას შემდეგ შეფერხდა, რაც facebook-მა გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია აამოქმედა. თუმცა, უკავშირდება თუ არა შეფერხება ახალ ფუნქციას, ჯერჯერობით უცნობია.

 

კომპანია facebook-ში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

 

big_banner
არქივი