logo_geo
Instagram-ი ყალბ მოწონებებსა და კომენტარებს გამოავლენს
- +

21 ნოემბერი. 2018. 01:41

 

ფოტოს გაზიარების პლატფორმა Instagram-ი ინიციატივას ასაჯაროებს, რომელიც ყალბ მოწონებებსა და კომენტარებს გამოავლენს. ამის შესახებ BBC წერს.

 

Facebook-ის კუთვნილ კომპანიაში ამბობენ, რომ განავითარეს ტექნოლოგია, რომელიც ისეთ ანგარიშებს გამოავლენს, რომლებიც კონკრეტული მასალის ცნობადობის ასამაღლებლად არაკანონიერ გზებს მიმართავენ.

 

ნებისმიერი ექაუნთის მფლობელს, რომელიც Instagram-ის შინაგანაწესს დაარღვევს, კომპანია გააფრთხილებს და პაროლის გამოცვლას მოსთხოვს.

 

2010 წლიდან, მას შემდეგ რაც აპლიკაცია ბაზარზე გამოჩნდა, არაკანონიერი გზებით გამომწერთა აუდიტორიის ხელოვნურად ზრდა პრობლემურ საკითხად იქცა.

 

Instagram-ი 2012 წელს Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა, რის შემდეგაც ფოტოების გაზიარების პლატფორმამ ზრდა განაგრძო. დღევანდელი მონაცემებით მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

 

სექტემბერში, Instagram-ის დამფუძნებლებმა კომპანია დატოვეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი