logo_geo
დონალდ ტრამპი: აშშ საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად დარჩება
- +

21 ნოემბერი. 2018. 10:40

 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად დარჩება მიუხედავად იმისა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე კითხვებია დარჩენილი, რომლებსაც პასუხი, შესაძლოა, არასოდეს გაეცეს.

 

„ჯამალ ხაშოგისთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაული საზარელი იყო და ჩვენი ქვეყანა ამის პატიებას ვერ შეძლებს. ამავდროულად, ჩვენ ხისტი ზომები მივიღეთ მათ წინააღმდეგ, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ დანაშაულთან. მეფე სალმანი და მემკვიდრე პრინცი მუჰამედი მტკიცედ უარყოფენ, რომ რაიმე იცოდნენ ხაშოგის მკვლელობის დაგეგმვასა და შესრულებაზე. ჩვენი სპეცსამსახურები განაგრძობენ არსებული მონაცემების ანალიზს, თუმცა, შესაძლებელია, რომ მემკვიდრე პრინცი საქმის ყურში იყო: შეიძლება იცოდა, ან შეიძლება არ იცოდა.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ირგვლივ ყველა ფაქტი შეიძლება არასოდეს დადგინდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ განვაგრძობთ ურთიერთობას საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი შესანიშნავი მოკავშირე იყო ირანის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვან ბრძოლაში. აშშ საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად დარჩება, რათა ჩვენი ქვეყნის, ისრაელისა და რეგიონში აშშ-ს სხვა პარტნიორების ინტერესები იქნეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ ხისტი ზომების გამოყენება ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რისი დაშვებაც აშშ-ს არ შეუძლია.

 

„თუ ჩვენ ურთიერთობებს გავწყვეტთ საუდის არაბეთთან, ვფიქრობ, ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზრდება. თუ გსურთ, რომ ნავთობზე ფასი 150 აშშ დოლარამდე გაიზარდოს და სხვათაშორის, რუსეთს ეს ძალიან გაუხარდება, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ საამისოდ არის საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაწყვეტა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

big_banner
არქივი