logo_geo
ინდოეთში იზოლირებული ტომის წევრებმა ამერიკელი ტურისტი მშვილდ-ისრით მოკლეს
- +

21 ნოემბერი. 2018. 18:45

 

ინდოეთში იზოლირებული ტომის წევრებმა ამერიკელი ტურისტი მოკლეს. მათ კუნძულზე ჩასულ უცხოელს ისარი ესროლეს.

 

მკვლელობა ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მოხდა, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ ტომად აღიარებულ ხალხი ცხოვრობს.

 

უცხოელებს ამ კუნძულთან მიახლოება აკრძალული აქვთ, თუმცა 27 წლის ტურისტმა, ჯონ ალენ ჩომ მაინც მოახერხა იქ ჩასვლა. ტურისტს ამაში ინდოელი მეთევზეები დაეხმარნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ამერიკელს  განზრახული ჰქონდა, კუნძულზე მცხოვრები ტომის წევრებისთვის ქრისტიანობა ექადაგა. მეთევზეები ამბობენ, რომ კუნძულზე უცხოელის გამოჩენისთანავე ტომის წევრებმა მას მშვილდებიდან ისრები დაუშინეს. ტურისტის ცხედარი მეორე დღეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე იპოვეს.

 

შვიდ მეთევზეს, რომლებმაც ტურისტი კუნძულზე ჩაიყვანეს, ინდოეთის კანონმდებლობით პატიმრობა ემუქრება.

 

სენტინელის კუნძულზე, რომელიც ბენგალის ყურეში მდებარეობს, ხალხი უკვე 60 000 წელია იზოლაციაში ცხოვრობს. მათ არ შეუძლიათ ცეცხლის დანთება და მშვილდ-ისრებით ნადირობენ. გავრცელებული ცნობით,  ამჟამად კუნძულზე 150 ადამიანი ცხოვრობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი