logo_geo
ირლანდიის პარლამენტმა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
- +

22 ნოემბერი. 2018. 16:40

 

ირლანდიის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

 

შეთანხმების პროექტს მხარი 158 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის 10-ივე პარტიამ დაუჭირა. კენჭისყრა იურიდიულად სავალდებულო არ იყო, ამ შეთანხმებას ახლა მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა, ასევე ბრიტანეთის პარლამენტმა.

 

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი