logo_geo
კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს
- +

22 ნოემბერი. 2018. 20:09

კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის შემდეგ ახალი სტიქიის საფრთხე არსებობს. შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმა მოვიდა, რაც მძვინვარე ხანძრის ჩაქრობას უწყობს ხელს. თუმცა, დიდი ნალექის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობის რისკებზე განცხადებას ავრცელებს.

 

მთავრობა მოსახლეობას ახალ სტიქიასთან შესაძლო ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. ძლიერი წვიმის შედეგად, შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვეს, რადგან ტყის მასივზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით ხე გადაწვა.

 

კალიფორნიის შტატში ტყის მასივს ცეცხლი უკვე რამდენიმე კვირაა უკიდია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ძლიერმა სტიქიამ 83 ადამიანი შეიწირა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი