logo_geo
მევლუთ ჩავუშოღლუ: ტრამპის პოზიცია არასწორია, ყველაფერი ფულის მეშვეობით არ წყდება
- +

23 ნოემბერი. 2018. 14:41

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN Turk-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.

 

„საუდის არაბეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საუდის არაბეთთან. თუმცა, ტრამპის პოზიცია, „რაც არ უნდა მოხდეს, თვალებს დავხუჭავ“, არასწორია. ყველაფერი ფულის მეშვეობით არ წყდება“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

ჩავუშოღლუს განცხადებით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა G20-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც არგენტინაში გაიმართება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად დარჩება მიუხედავად იმისა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე კითხვებია დარჩენილი.

 

big_banner
არქივი