logo_geo
ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა
- +

23 ნოემბერი. 2018. 19:50

 

 

გაერთიანებული სამეფოს განათლების სამინისტროს მეთაურმა, ჯასტინა გრინინგმა, BBC-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანული საშუალო სკოლების საბჭოთა კავშირის განათლების მოდელზე გადასვლის პროცესი დასრულებულია.

 

ინგლისში, განათლების  საბჭოური გამოცდილების დანერგვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. პროცესი დაჩქარდა  „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა აღიარეს სსრკ-ის განათლების სისტემის უდავო უპირატესობა დასავლეთ ევროპაში არსებულთან  შედარებით. ქალბატონმა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახლა ინგლისში ბავშვებს ასწავლიან როზენტალის, ლანდაუსა და კოლმოგოროვის სახელმძღვანელოებით, რომლებიც ინგლისურად ითარგმნა აბსოლუტური სიზუსტით.

 

საბჭოთა სისტემაზე გადასვლის შემდეგ ბრიტანელი მოსწავლეების ცოდნის დონე გაცილებით აღემატებოდა კონტინენტური ევროპის პრესტიჟული და ძვირადღირებული სკოლების კურსდამთავრებულთა მონაცემებს. შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი პერსონები, სხვა სახელმწიფოების მეთაურები ცდილობენ შვილები იტონის სკოლაში მიაბარონ სადაც ამ მეთოდით სწავლება 1995 წელს დაიწყო.

 

„განათლების სამინისტრო არ აპირებს ამ ეტაპზე გაჩერებას. სკოლების საბჭოურ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ვაპირებთ იგივე გამოცდილება გადმოვიტანოთ უმაღლეს სკოლებში. სამინისტრო უკვე მუშაობს ამ პროექტზე, მიმდინარეობს ხარისხის მინიჭების არსებული სისტემის შეცვლის პროცესი. ბრიტანეთში გაჩნდება ასეთი მცნება- მეცნიერების კანდიდატი.

 

ადრე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო, უახლოეს მომავალში მსგავსი ხარისხის წოდების მატარებლები ბრიტანეთშიც გვეყოლებიან. დიდი ხნის მანძილზე ვსწავლობდით ამ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ ხარისხის ორი საფეხური „კანდიდატი“ და „დოქტორი“ უფრო რაციონალურია ვიდრე ერთი PHD“, - ამგვარად ახასიათებს  მომხდარს ქალბატონი გრინინგი.

 

თავის გამოსვლაში მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგებს, რომელთა მეშვეობითაც მოხდა რუსული განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანა.

 

„როდესაც დასავლეთი იღებს საუკეთესოს აღმოსავლეთისგან და პირიქით, მსოფლიოში აუცილებლად დამყარდება სტაბილურობა და მშვიდობა“, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ქალბატონმა გრინინგმა.

 

http://www.pravda-tv.ru/

 

 

 

big_banner
არქივი