logo_geo
პარიზში, აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია - სამართალდამცველებმა აქციის 35 მონაწილე დააკავეს
- +

24 ნოემბერი. 2018. 20:08

 

 

პარიზში, სადაც დილიდან საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია. როგორც პარიზის პოლიციაში იუწყებიან, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 35 ადამიანია დაკავებული. შეტაკებები ძირითადად პარიზის ცენტრში შანზ-ელიზეზე მოხდა, სადაც ახლაც იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გეგმავენ წასვლას, თუმცა სამთავრობო უწყებებისკენ მიმავალი ქუჩები სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული.

 

საფრანგეთის შს სამინისტროში აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციებზე პარიზის მასშტაბით დღეს 8 000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები შანზ-ელიზეზე იმპროვიზირებულ ბარიკადებს აგებენ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ სოციალურ ქსელებში შეიქმნა. ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეები ავტომაგისტრალების ბლოკირებას ახდენენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი 10-15%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელი კი 24%-ით. 1 ლიტრი საწვავის ფასი 1,6-1,7 ევროს აღემატება. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთის მთავრობისგან ასევე მოითხოვს საწვავზე გადასახადების შემცირებას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი