logo_geo
ემანუელ მაკრონი: ბრექსიტი აჩვენებს, რომ ევროპას რეფორმირება სჭირდება
- +

25 ნოემბერი. 2018. 17:26

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტზე განაცხადა, რომ ბრექსიტი აჩვენებს, რომ ევროპას რეფორმირება სჭირდება.

 

ჩვენ დიდ ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობების განხილვა უახლოეს პერიოდში მოგვიწევს. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. ეს სამიტი არის საეტაპო და ჩვენ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსაც აქვს სისუსტეები და გამოსასწორებელი ბევრია. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპას სჭირდება რეფორმირება და მე ამ ვარიანტს მხარს ვუჭერ. ეს საკითხი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დისკუსიის საგანი გახდება. ევროკავშირს სჭირდება ღრმა და საფუძვლიანი რეფორმა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

big_banner
არქივი