logo_geo
ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ისევ გაიხსნა
- +

26 ნოემბერი. 2018. 13:46

 

 

ქერჩის სრუტე, რომელიც 25 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო გემებზე თავდასხმის გამო დაიხურა, სამოქალაქო ხომალდებისთვის ისევ გაიხსნა.

 

როგორ გამოცემა „ТАСС“ წერს, „ყირიმის პორტების“ კომპანიაში აცხადებენ, რომ დილით 26 ნოემბერს, პირველმა ნავებმა უკვე გაიარეს ქერჩ-იენიკალსკის არხი.

 

26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 60 საათის განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. შესაბამის კანონპროექტს უმაღლესი რადა გადახედავს.

 

რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი