logo_geo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარებული მოვლენები არ მოსწონს
- +

27 ნოემბერი. 2018. 01:49

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარებული მოვლენები არ მოსწონს.

 

„ჩვენ არ მოგვწონს რაც ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოსწორდება“, – აცხადებს ტრამპი.

 

პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ.

 

„ისინი არ არიან აღფრთოვანებული. ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

25 ნოემბერს, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხომალდმა ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიმავალ უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, დაკავებულია 24 უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც რუსეთი საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. სამი უკრაინული ხომალდი კი ქერჩის პორტშია გადაყვანილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი