logo_geo
ჩინეთში ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა
- +

28 ნოემბერი. 2018. 11:20

 

 

ჩინეთში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ხებეის პროვინციაში, ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ადგილზე ცეცხლი გაჩნდა, რომლის დროსაც 38 სატვირთო და 12 მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი