logo_geo
დონალდ ტრამპი: მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიას მე არასდროს მომცემენ
- +

29 ნოემბერი. 2018. 11:00

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მშვიდობის განმტკიცების დარგში მას ნობელის პრემიას მისცემენ.

 

„რაც შეეხება მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიას, მე მას არასდროს მომცემენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აქამდე დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მან თავისი პრეზიდენტობისას მიიღო, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზება იყო.

 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია მოხდება. თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა არ ასრულებს დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი