logo_geo
კვენტინ ტარანტინო პირველად დაქორწინდა
- +

29 ნოემბერი. 2018. 17:20

 

 

ამერიკელი კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო პირველად დაქორწინდა. მისი რჩეულია ისრაელელი მომღერალი, 35 წლის დანიელა პიკი. „People“-ს ინფორმაციით, ქორწილი ლოს-ანჯელესში გაიმართა.

 

ტარანტინომ და პიკმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნეს, 2017  წელს კი, ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაინიშნენ კიდეც.

 

55 წლის რეჟისორი აქამდე არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ამის მიზეზად თვითონ ტარანტინო მოუცლელობას ასახელებდა და აცხადებდა, რომ სამუშაოს გამო მას თავისუფალი დრო არ აქვს.

 

„როცა ფილმს ვიღებ, მე ამის გარდა არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი ფილმისთვის. არ მყავს ცოლი. არ მყავს შვილი. წინ ვერაფერი გადამეღობება“, - აცხადებდა ტარანტინო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი