logo_geo
ინდონეზიაში ციხიდან 113 პატიმარი გაიქცა
- +

30 ნოემბერი. 2018. 11:30

 

 

ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე, აჩეხის პროვინციაში, ციხიდან სულ მცირე 113 პატიმარი გაიქცა.

 

არსებული ინფორმაციით, პატიმრებმა ფანჯრების გისოსების გამომტვრევა შეძლეს. პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ოთხი გაქცეული პატიმარია დაკავებული. მიმდინარეობს დანარჩენი პატიმრების ძებნის ოპერაცია.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატიმრების გაქცევას წინ უძღოდა ციხეში მომხდარი ბუნტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი