logo_geo
ტრამპის კომპანია პუტინისთვის „ტრამპ თაუერში“ პენტჰაუსის ჩუქებას აპირებდა
- +

30 ნოემბერი. 2018. 12:23

 

 

დონალდ ტრამპის კომპანია „The Trump Organization“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის  „ტრამპ თაუერში“ პენტჰაუსის ჩუქებას აპირებდა, - ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით „BuzzFeed News“ ავრცელებს.

 

მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ აშენების ინიციატორი ბიზნესმენი ფელიქს სატერი ამ გეგმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

 

მისი თქმით, პუტინისთვის ასეთ საჩუქარი რუს ოლიგარქებს მიიზიდავდა.

 

„ჩემი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ პუტინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების პენტჰაუსი მიგვეცა და დანარჩენი ბინების ფასი 250 მილიონი დოლარამდე გაგვეზარდა“, - ჰყვება სატერი.

 

ადვოკატი მაიკლ კოენი, რომელიც იმ დროს დონალდ ტრამპის ინტერესებს ატარებდა, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს დაელაპარაკა. იცოდა თუ არა ამ წინადადების შესახებ თვითონ ტრამპმა, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც „BuzzFeed“ აღნიშნავს, კოენი მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ტრამპს ესაუბრა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი