logo_geo
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
- +

1 დეკემბერი. 2018. 10:45

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო. ის პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.

 

ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის დასრულებაში.

 

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.

 

 

 

 

big_banner
არქივი