logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით და ამერიკელ ხალხთან ერთად ვიზიარებთ ბუშების ოჯახის მწუხარებას
- +

1 დეკემბერი. 2018. 11:28

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ჯორჯ ბუში-უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებენ.

 

„ჯორჯ ბუში-უფროსი ამერიკის ახალგაზრდა თაობების შთაგონების წყარო უკვე დიდი ხანია, არის. ყოფილი პრეზიდენტი სამართლიანად და საღი აზრით მართავდა ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოს ცივი ომის მშვიდობიანი დასრულების საშუალება მისცა. ქვეყნის სამსახურში დიდ ღვაწლთან ერთად, ჩვენ პრეზიდენტი ბუში ყოველთვის გვემახსოვრება ოჯახის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულისთვის. ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით და ამერიკელ ხალხთან ერთად ვიზიარებთ ბუშების ოჯახის მწუხარებას. ჩვენ პატივს ვცემთ 41-ე პრეზიდენტის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას“, – ნათქვამია დონალდ და მელანია ტრამპების ერთობლივ წერილში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი