logo_geo
ჯორჯ ბუში-უმცროსი: ის საუკეთესო მამა იყო, რომელიც შვილებმა შეიძლება ისურვონ
- +

1 დეკემბერი. 2018. 12:45

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი მამის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

 

„ჯებ, ნეილ, მარვინ, დორო და მე დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ შესანიშნავი 94 წლის შემდეგ ჩვენი ძვირფასი მამა გარდაიცვალა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ის საუკეთესო მამა იყო, რომელიც შვილებმა შეიძლება ისურვონ. ბუშების ოჯახი მისი მადლობელია მისი ცხოვრებისა და სიყვარულისთვის“, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა.

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი