logo_geo
ეგვიპტელ მსახიობს კაბის გამო პატიმრობა ემუქრება
- +

2 დეკემბერი. 2018. 21:17

 

 

ეგვიპტელ მსახიობს კაბის გამო, 5- წლიანი პატიმრობა ემუქრება. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, რანია იუსეფის მიერ კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად შერჩეულმა კაბამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან მკაცრი რეაქცია გამოიწვია.

 

მსახიობს სასამართლოში ადვოკატებმა, ამრო აბდელსალმმა და სამირ საბრიმ უჩივლეს. მათი თქმით, მსახიობის ჩაცმულობა საზოგადოებრივ ფასეულობებს, ტრადიციებსა და მორალს ეწინააღდმეგებოდა,

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეგვიპტელ მსახიობს 5- წლიანი პატიმრობა ემუქრება. თავად იუსეფიმ ბოდიში მოიხადა და განაცხდა, რომ კაბის არჩევისას შეცდომა დაუშვა.

 

 

big_banner
არქივი