logo_geo
„მისია შესრულებულია“ - მოსამსახურე ძაღლი „სალი“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ბოლო გზაზე გააცილებს
- +

3 დეკემბერი. 2018. 11:56

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პრესსპიკერმა ჯიმ მაკგრატმა სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ფოტო გაავრცელა წარწერით – „მისია შესრულებულია“. ფოტოზე ბუშის ცხედართან მყოფი ლაბრადორი ჩანს.

 

ძაღლს „სალი“ მფრინავ ჩესლი სალენბერგერის სახელის მიხედვით დაარქვეს, რომელმაც დაზიანებული სამგზავრო თვითმფრინავი მდინარე ჰუდსონზე დასვა და 155 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადაარჩინა.

 

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლს ვეტერანების დასახმარებლად, უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაგზავნიან. ლაბრადორ „სალის“ ორგვერდიანი დავალებების შესრულება, მათ შორის ტელეფონზე პასუხი და საგნების მოტანა შეუძლია.

 

ლაბრადორი ჯორჯ ბუშ-უფროსთან სამუშაოდ ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი