logo_geo
ყატარი OPEC-ს ტოვებს
- +

4 დეკემბერი. 2018. 02:50

 

 

ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, OPEC-ს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-ქააბიმ დაადასტურა.

 

მისივე თქმით, "აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს ყატარის სურვილს ძალისხმევა გაამახვილოს ბუნებრივი აირის წარმოების განვითარებასა და გაზრდაზე მომდევნო წლების განმავლობაში".

 

არსებული ინფორმაციით, ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას 2019 წლის 1-ელ იანვარს დატოვებს.

 

 

big_banner
არქივი