logo_geo
ფერმერმა გიგანტური ხარი გაზარდა და ახლა არ იცის, სად წაიყვანოს
- +

4 დეკემბერი. 2018. 03:11

 

 

ხარი, სახელად ნეკრეზი, დასავლეთ ავსტრალიიდან, 1,93 მ-მდე სიმაღლის გაიზარდა. მისი წონა 1400 კგ-ს შეადგენს. ცხოველი ადგილობრივ მცხოვრებთა საყვარელი გიგანტი გახდა.

 

ჰოლშტინური ჯიშის ხარი სასაკლაოს გადაურჩა და დღეს ფერმაში ცხოვრობს. პატრონის - ჯეფ პირსონის თქმით, სასაკლაოზე უზარმაზარი ხარის გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან ის ძალიან მძიმე იყო.

 

„მისი გაყიდვა ვერ მოვახერხე, ამიტომ ის დიდხანს და ბედნიერი იცხოვრებს ფერმაში“, - ამბობს ჯეფი.

 

ფერმერმა თავიდან ნეკრეზი იყიდა, რათა ნახირის წინამძღოლი გამხდარიყო, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცხოველი გიგანტი გახდებოდა. ამჟამად ნეკრეზი სიდიდით ძროხებს რადიკალურად აღემატება, თუმცა, „ლაქებიანი გულივერი“ თავის მეგობრებს ისევე უყვართ, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელში მის ფოტოებზე მოწონებას და თბილ კომენტარებს არ იშურებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნეკრეზი გიგანტია, ის ყველაზე დიდი ხარი არ არის მსოფლიოში. მას კონკურენტი ჰყავს - გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, იტალიელი ხარი, სახელად ბელინო, ორ მეტრს აღემატება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი