logo_geo
მექსიკაში ექვსი პოლიციელი მოკლეს
- +

4 დეკემბერი. 2018. 10:50

 

მექსიკაში თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელი მოკლეს.

 

„ლა-უერტას მუნიციპალიტეტში თავდასხმის შედეგად პოლიციის ექვსი თანამშრომელია მოკლული, ერთი კი დაჭრილი. დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების ოპერაცია მიმდინარეობს“, - ნათქვამია ხალისკოს შტატის პროკურატურის განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ხალისკოს შტატის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექსიკური ნარკოკარტელი „ხალისკო-ახალი თაობა“ მოქმედებს. 2015 წელს ამ ნარკოკარტელის წევრების მიერ პატრულზე თავდასხმის შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა.

 

 

 

 

big_banner
არქივი